ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის საქმეზე მას პროკურატურამ ბრალი წაუყენოს. ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის საქმეზე პროკურატურის კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა უპასუხოს.

“რა თქმა უნდა არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური ე.წ. საგამოძიებო კომისიის დაბარებაზე მისვლას არ ვაპირებდი, იმიტომ, რომ ეს არის რუსული ხელისუფლების მიერ ანგარიშსწორებისთვის შექმნილი ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების გაშავების და ანგარიშსწორებისთვის. ამიტომ, ცხადია, ამით კანონი არ დაგვირღვევია, რადგანაც უკანონო, არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიის დაძახებულზე არმისვლა კანონის დარღვევა არ არის. წინა დღესაც განაცხადეს, რომ ეს იყო ანგარიშსწორებისთვის გამიზნული მიწვევა ე.წ. კომისიაზე. შესაბამისად, კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს არის ნათელი. პროკურორებთან პოზიციას გავაჟღერებ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, რომლებთანაც ახლა არის დაგეგმილი შეხვედრა” , - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან უპასუხა შეკითხვას, ელოდება თუ არა, რომ მოუწევს იმ გაზის გავლა, რაც ამ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლას საკითხზე გაიარა მამუკა ხაზარაძემ, რაც იყო ბრალის წარდგენა და შემდეგ აღკვეთის ღონისძიება.

“სავარაუდოდ კი, იმიტომ, რომ დღეს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, მართლაც უპრეცედენტო ვითარებაა, როდესაც ყველა ინსტიტუცია გამოიყენება ოპონენტების ანგარიშსწორებისთვის, სრულად მიტაცებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და შესაბამისად, ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული ინსტიტუტები მის მიერ მიცემულ ყველა ინსტრუქციას ასრულებენ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეცა, ბადრი ჯაფარიძე კი პროკურატურის ნაცვლად მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები