ნექსია აკადემიას AML მიმართულებით სასწავლო კურსის ჩატარების უფლება მიენიჭა

ნექსია აკადემია, ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურმა AML მიმართულებით განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარა. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ SARAS-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებულ პირებს ტრენინგის გავლა და მისი დადასტურება ახლა უკვე ნექსია აკადემიაშიც შეუძლიათ.

როგორც აკადემიის მენეჯერი სალომე ზარიძე აღნიშნავს, ტრენინგის მიმწოდებლად აღიარება ნიშნავს, რომ ტრენინგის პროგრამა და ტრენერის კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება SARAS-ის მოთხოვნებს. ამიერიდან, ანგარიშვალდებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ნექსიაში ტრენინგის გავლით შესაბამის რეესტრში დაადასტურონ განგრძობითი განათლების მიღება და ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა შესრულებულად ჩაეთვალოთ.

“აკადემიაში მუდმივად ვცდილობთ ახალი და საინტერესო ტრენინგები და პროგრამები დავნერგოთ. AML მიმართულება, საკანონდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მოთხოვნადი გახდა და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პროგრამაც შეგვეთავაზებინა აუდიტორიისთვის“ - სალომე ზარიძე, Nexia Academy-ის მენეჯერი,

კურსს, რომლის სილაბუსიც სრულად შეესაბამება SARAS-ის მოთხოვნებს, თამთა ქლიბაძე გაუძღვება.

„ვფიქრობთ, საკმაოდ კვალიფიციური ტრენერი ავარჩიეთ ტრენინგისთვის, რადგან თამთას ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის გახლავთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეთოდოლოგიის, საერთაშორისო და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე, ევროპის საბჭოს MONEYVAL-ის ექსპერტი, ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ (CETS 198) ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის კომიტეტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი“ - სალომე ზარიძე, Nexia Academy-ის მენეჯერი.

ცნობისთვის, ტრენინგი განკუთვნილია საბუღალტრო ფირმებისა და პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ მომსახურებას. ასევე აუდიტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

სასწავლო კურსის მიზანია, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის შეთავაზება SARAS-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირებისათვის.

წესის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა შესაბამისი რეესტრის საკუთარ გვერდზე, განგრძობითი განათლების ჩანართში, შეავსოს მონაცემები განგრძობითი განათლების მიღების შესახებ.

აკადემიის ინფორმაციით, ტრენინგის ხანგრძლივობა 2 დღე (6 საათ) იქნება და ონლაინ, მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება.

„ტრენინგის ჩატარება ონლაინ გადავწყვიტეთ, რათა მასში მონაწილეობის მიღების საშუალება მსურველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს. რაც შეეხება ღირებულებას, 300 ლარი იქნება.

დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია, დეტალებს კი მოგვიანებით ელფოსტის საშუალებით მიიღებენ. (https://forms.gle/N8wY66WXWHkTC5gR6)

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში