ტერაბანკის მობაილ და ინტერნეტბანკით გახსნილ ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო

ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებიც ანაბრებს მობაილ ან ინტერნეტბანკით გახსნიან, ახალ, წამახალისებელ აქციას სთავაზობს. აქციის პირობების მიხედვით, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ანაბარს ლარში გახსნის, დამატებით 0.5%-ს მიიღებს, დოლარსა და ევროს შემთხვევაში კი - დამატებით 0.3%-ს.

აქცია ტერაბანკის ვადიანი ტიპის ანაბრებზე, კერძოდ, ზრდად, Flex, ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება. პირობებით სარგებლობისთვის საკმარისია, დაინტერესებულმა პირმა მობაილ ან ინტერნეტბანკით რომელიმე მათგანი გახსნას. აქციაში ჩართვა შეუძლიათ ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს.

„ციფრული მომსახურების არხები, მათ შორის მობაილ და ინტერნეტბანკი, თანამედროვე ადამიანებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამავდროულად, ყველამ ვიცით, რომ ანაბარი ფინანსების დაზოგვის ერთ-ერთი მარტივი გზაა. ახალი აქციით ეს ორი ტენდენცია გავაერთიანეთ და მომხმარებლებს მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობაც მივეცით“, - აცხადებენ ტერაბანკში.

შეგახსენებთ, მსურველებს უკვე საშუალება აქვთ, ტერაბანკის მომხმარებლებად დისტანციურადაც (https://account.terabank.ge/intro) დარეგისტრირდნენ, ასევე დისტანციურად შეიძინონ სატარიფო პაკეტი, გაიაქტიურონ მობაილ და ინტერნეტბანკი, აღმოაჩინონ მრავალფეროვანი ფუნქციონალი, მათ შორის გახსნან სასურველი ანაბარი და ისარგებლონ ახალი აქციის პირობებით.

აღსანიშნავია, რომ ტერაბანკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული მობაილბანკიც. აპლიკაცია გამოირჩევა გამარტივებული ინტერფეისითა და UI/UX დიზაინით, მომხმარებელზე ორიენტირებული, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ფუნქციებითა და შესაძლებლობებით.

თითოეული ანაბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კონკრეტული ანაბრის შესაბამის ვებგვერდზე.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს