ტექნოლოგიების სფეროში ახალ პროექტებს BTU გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა 19 უნივერსიტეტის (UAS) რექტორებისა და პრეზიდენტების დელეგაცია ეწვია. მათთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ DAAD-ის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლებიც. ვიზიტის მიზანი არსებული თანამშრომლობების შედეგების შეფასება, სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობების განხილვა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება იყო.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს BTU-სა და გერმანიის UAS-ების თანამშრომლობის გაღრმავებას.

მხარეებმა განიხილეს ერთობლივი კვლევითი პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის საკითხები. ეს ინიციატივა BTU-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

DAAD მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო აკადემიურ გაცვლას ხელს უწყობს. მისი თბილისის რეგიონული ოფისი სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს, მათ შორის:

  • გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციების გაწევა;
  • DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისა და დაფინანსების კონკურსების ორგანიზება;
  • DAAD-ის ყოფილი სტიპენდიატების ქსელის კოორდინაცია;
  • ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • უმაღლესი სასწავლებლების პარტნიორული პროგრამების კონსულტაცია;
  • გერმანიის საელჩოსთან და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ გერმანულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების ორგანიზება.

ვიზიტის ფარგლებში BTU-ს ეწვია შემდეგი უნივერსიტეტების რექტორები და პრეზიდენტები:

  1. Hochschule Magdeburg-Stendal
  2. Ostbayerische Technische Hochschule Amberg-Weiden (OTH)
  3. Hochschule Heilbronn
  4. Technische Hochschule Würzburg-Schweinfurt (THWS)
  5. Hochschule Niederrhein University of Applied Sciences
  6. Technische Hochschule Lübeck
  7. Fachhochschule Kiel
  8. Westsächsische Hochschule Zwickau
  9. Hochschule Hamm-Lippstadt
  10. Hochschule Fulda
  11. Technische Hochschule Georg Agricola
  12. Hochschule Merseburg
  13. Technische Hochschule Ostwestfalen-Lippe
  14. Technische Hochschule Aschaffenburg
  15. Hochschule Koblenz
  16. Hochschule Flensburg
  17. Hochschule Nordhausen
  18. Hochschule RheinMain
  19. Technische Hochschule Mittelhessen

BTU-სა და DAAD-ის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებისკენ. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, ასევე საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი განათლების სისტემებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

(R)

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა