ლევან სილაგავა - ფქვილზე საიმპორტო გადასახადი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა - ქართველი მეხორბლეები ხორბალს ამ სეზონზე უფრო ღირსეულ ფასად ჩააბარებენ

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა.

როგორც სილაგავამ აღნიშნა, რეგიონში ხორბლის ფასი გაძვირებულია.

„გახანგრძლივდა ფქვილის საიმპორტო გადასახადი. იცით, რომ 2021 წლიდან რუსეთმა შემოიღო ხორბალზე მცურავი ბაჟი, რითაც, ხორბლის გაძვირება გამოიწვია რუსეთიდან გამოტანის დროს. ფქვილზე დატოვა ნულოვანი გადასახადი. ამან გამოიწვია ის რომ ხორბლის შემოტანას აზრი დაეკარგა და ფქვილზე გადავიდა ქვეყანა. ამან გამოიწვია წისქვილების გაჩერება, ადგილობრივი ხორბლის მოსავლის მიღების პრობლემა. საქართველოს მთავრობამ მიიღო 2023 წელს დადგენილება, რომ შემოსულიყო ფქვილის საიმპორტო გადასახადი. ამ საიმპორტო გადასახადით, დაბალანსდა ხორბლის საიმპორტო გადასახადი რუსეთიდან. ეს მექანიზმი 1-ელი აპრილიდან გახანგრძლივებულია, რათა კონკურენციის პირობები იყოს ადგილობრივ ბაზარზე. ეს გადასახადი იარსებებს მანამ, სანამ რუსეთიდან იქნება ხორბლის საიმპორტო გადასახადი. თუ ეს გადასახადი მოიხსნა ხორბალზე, ამის საჭიროება არ იქნება.

ჩვენს რეგიონში ხორბლის ფასი გაძვირებულია, მათ შორის რუსეთში. ხორბლის დაბალ მოსავალს ელოდებიან გასულ 2 წელთან შედარებით. იგივეა ევროკავშირის ქვეყნებში, უკრაინაში. იცით, რომ ყაზახეთში ჯერ კიდევ სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს ტრანსპორტირებაზე, ეს ოდნავ აბალანსებს ფასს. ხორბალზე ფასები არის იმაზე მაღალი, რაც გასულ წელს იყო, გასული სეზონის ქართული ხორბლის ჩაბარება უკვე მოხდა, ახალი სეზონი ივნისის თვიდან დაიწყება. ფაქტობრივად, ამ სეზონზე ქართველი მეხორბლეები უფრო ღირსეულ ფასად ჩააბარებენ ხორბალს. ფასის მატება კარგი ტენდენციაა, გასული 2 წელი მათ პრობლემები ჰქონდათ ხორბლის ჩაბარების ფასთან მიმართებაში“, - აღნიშნა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის