ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ არხის მაყურებლების შესახებ შიდა კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ არხის მაყურებლების შესახებ შიდა კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგების მიხედვით, „პალიტრანიუსის“ მაყურებელთა 65% მამაკაცი, 35% კი ქალია.

რაც შეეხება მაყურებელთა ასაკს, მამაკაცი მაყურებლების 45 % 40-დან 60 წლამდე ასაკისაა, 12 % - 30–40 წლის ასაკის კატეგორიაშია, ხოლო 8 % - 18-დან 30 წლისაა.

ასაკის მიხედვით ქალი მაყურებლების პროცენტული მონაცემები ასე ნაწილდება: 40–60 წლის –25%, 30–40 წლის – 8 %, 18–30 წლის – 2 %.

ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რა კატეგორიის აუდიტორია ჰყავს „პალიტრანიუსს“, რა არის მათი მთავარი ინტერესები და როგორ შეუძლია არხს მაუწყებლობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

“პალიტრანიუსი” აგრძელებს განვითარებას და ახალი პროექტების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი პოზიციები ქართულ მედიასივრცეში.

“პალიტრანიუსი” ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად ახლოს იყოს მაყურებელთან და მოერგოს მათ ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ჩატარდა შიდა კვლევა, რათა უკეთ გაგვეგო, ვინ გვიყურებს, რა არის მათი მთავარი ინტერესები და როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მაუწყებლობა.

„პალიტრანიუსი“ არის სანდო და მიუკერძოებელი საინფორმაციო წყარო. ტელევიზია არ არის ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რაც მას ანიჭებს ნეიტრალურობას“, - აცხადებენ „პალიტრანიუსში“.

„პალიტრანიუსი” არის ქართული ახალი ამბების ტელევიზია, რომელიც მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში. მისი მთავარი მიზანია, მაყურებელს მიაწოდოს ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მოვლენებზე. „პალიტრანიუსი” გამოირჩევა უწყვეტი საინფორმაციო მაუწყებლობით, ყოველ საათში განახლებული გამოშვებებით. ტელევიზია ფოკუსირებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სპორტულ და კულტურულ სიახლეებზე, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია