კოლიერსი საგურამოში პირველ საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის

კოლიერსი, სუბურბანული პროექტების ფარგლებში საგურამოში პირველ საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის. მისი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი სუბურბან საგურამო – დაბალი განაშენიანების უბანია, რომელიც თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. პროექტის დასრულება 2025 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

სუბურბან საგურამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი სწორედ მულტიფუნქციური სივრცეა, რომლის მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. მისი დანიშნულება ერთდროულად ფუნქციური და საზოგადოებრივია – მოიცავს საერთო სამუშაო სივრცეს, დასვენებისა და შეხვედრების ზონებს, ჯუს-ბარს და ორანჟერეას. სივრცე განკუთვნილია როგორც სამუშაოდ, ასევე დასვენებისა და შეხვედრებისთვის, კავკასიონის შთამბეჭდავი ხედების ფონზე.

საცხოვრებელი უბანი მოიცავს 95 იზოლირებულ მიწის ნაკვეთს, თითოეული მათგანი უზრუნველყოფილია სრული საინჟინრო და კომუნიკაციების პაკეტით: შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გარე განათების სისტემა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტროენერგია და ინტერნეტი. ცენტრალურ ნაწილში კი პარკი, სარეკრეაციო და სპორტული სივრცეები დაგხვდებათ, რომელიც შედგება მულტიფუნქციური სივრცის, ჩოგბურთის კორტის, ველობილიკის, საბავშვო ზონებისა და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტისგან.

სუბურბან საგურამოს უნიკალური კონცეფცია დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სრულად უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალურად დააპროექტონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და ამავდროულად დაიცვან უბნის ერთიანი არქიტექტურული სტილი, რომელიც წინასწარ განსაზღვრული წესებით რეგულირდება.

დამატებითი ინფორმაცია მიწის ნაკვეთების და შეძენის პირობების შესახებ იხილეთ კომპანიის ვებ ან Facebook გვერდებზე.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს