Webster University Tbilisi-ს უნიკალური საბაკალავრო პროგრამები და გლობალური მოქალაქეობის მოდული

Webster University გლობალური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური საბაკალავრო პროგრამებითა და გლობალური მოქალაქეობის მოდულით. საქართველოში Webster University Tbilisi 2021 წლიდან ფუნქციონირებს, რაც ქართველ და არამხოლოდ ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

Webster University Tbilisi სტუდენტებს 4 საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020101 – პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ბიზნესის საფუძვლების, მენეჯმენტის პრინციპებისა და საერთაშორისო ბიზნესგარემოს ცოდნის მიწოდებას.
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020102 – პროგრამა ფოკუსირებულია გლობალური პოლიტიკის, საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის საკითხებზე, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიგონ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები.
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020103 – პროგრამა მოიცავს კომპიუტერული პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს, რაც სტუდენტებს ამზადებს ტექნოლოგიურ სფეროში კარიერისთვის.
  • ფსიქოლოგიის მეცნიერება (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020104 – პროგრამა განიხილავს ადამიანის ქცევის, ფსიქოლოგიური თეორიებისა და კვლევის მეთოდების საკითხებს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიგონ ფსიქოლოგიის საფუძვლები.

ზოგადად, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი ლიბერალური განათლების მოდელია, რომლის მთავარი ელემენტიც გახლავთ გლობალური მოქალაქეობის პროგრამა. აქვე გაგაცნობთ გლობალური მოქალაქეობის მოდულს, რომელსაც Webster University Tbilisi -ს ყველა პროგრამის სავალდებულო ნაწილია. გლობალური მოქალაქეობის პროგრამა ამზადებს სტუდენტებს მომავალი პროფესიული წარმატებისთვის ბაკალავრიატის მოთხოვნების შესრულებით. ეს მოდული ეხმარება მათ გლობალური გამოწვევების დაძლევაში და აძლევს საჭირო უნარებს მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს უნარებია: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრა. სტუდენტები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ თავიანთი პირადი გამოცდილება აკადემიურ სივრცეში. სწავლების პროცესში ისინი ეუფლებიან 21-ე საუკუნის გლობალური, პასუხისმგებლობიანი მოქალაქისთვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც მათ საერთაშორისო კარიერისა და სხვადასხვა კულტურაში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.

Webster University Tbilisi-ის მიერ შეთავაზებული საბაკალავრო პროგრამები და გლობალური მოქალაქეობის მოდული ხელს უწყობს სტუდენტების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, რაც მათ მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში სწავლისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები, რომლებიც პირველ პრიორიტეტად Webster University Tbilisi-ს მიუთითებენ 1400 $ ოდენობის გრანტს მიიღებენ. სტუდენტებს 3.5ზე მეტი GPA-ს ქონის შემთხვევაში შეუძლიათ გრანტი დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში