GCCA-ის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო „ქეისები”. შეხვედრა აქტიურ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.

„2025 წლის აპრილის თვეში, შეხვედრები ჩანიშნულია - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლებში ვიზიტი.

საგანმანათლებლო სექტორში, აღნიშნული მიმართულებით შეხვედრები უკვე გაიმართა: ახალქალაქში - დაინტერესებულ მხარეებთან, რუსთავის - #18 სკოლის, თბილისის - #98, გარდაბნის - #4 სკოლის და კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 2025 წელს, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, GCCA-ი აქტიურად გეგმავს სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურების და ვიდეო მასალების ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა-გავრცელებას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია