თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა

თელავში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. 2025 წლის ბოლომდე ჯამურად ბრენდი 55 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. 2010 წლიდან „სმარტის“ სუპერმარკეტები „ვისოლთან“ ერთად ვითარდება და „კეთილი მგზავრობისთვის“ გამორჩეულად თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნის.

„მოხარული ვართ, რომ „სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად „სმარტში“ ექსკლუზიური იმპორტის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია და მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად „სმარტის“ სუპერმარკეტის გარდა „ვინტოს“ ავტომომსახურებას, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს, რაც ჩვენი კორპორაციული უპირატესობაა”, - აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლმა“ ბოლო წლებში „სმარტის“ ქსელის განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტებით განაგრძო ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის გემრიელი არჩევანი აქვს.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა