დიმიტრი პესკოვი - რუსეთი და შეერთებული შტატები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხების განსახილველად ატმოსფეროს ჰქმნიან

რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები პირველ ნაბიჯებს დგამენ ხელსაყრელი ატმოსფეროს შესაქმნელად, რაც შესაძლებელს გახდის სტრატეგიული სტაბილურობის რთული საკითხების განხილვას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა ევროპაში ნატო-ს ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის გენერალ კრისტოფერ კავოლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ევროპა მის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი ჰიპერბგერითი რაკეტების გაშვების სისტემის განთავსებას ითხოვს. კერძოდ, პესკოვს ჰკითხეს, განიხილეს თუ არა ეს თემა რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა.

„ახლა იდგმება პირველი ფრთხილი ნაბიჯები ზოგადად ხელსაყრელი ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ასეთი რთული საკითხების განხილვას,“ - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენით არის დაკავებული.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ახლა დაკავებულები ვართ შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების აღდგენით“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს კონტაქტებს შეერთებულ შტატებთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი განსხვავებული ნიუანსია.

„იცით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის იდეას. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი განსხვავებული ნიუანსი და საჭიროა მათზე გაგების მიღწევა ვაგრძელებთ კონტაქტებს და ვაგრძელებთ ამ ნიუანსების განხილვას“, - აღნიშნა პესკოვმა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს