აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს, 8 აპრილს, გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათევენ

სევდიანია, რომ სისტემას საკუთარი თავის გაშავება, გაფუჭება და ნგრევა უწევს. გარეთ გადით და დაინახავთ, რაც ხდება ქვეყანაში,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის მეუღლე, ქეთევან დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას საქმეში აბსოლუტურად არალეგალურად მოპოვებული მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი.

„პროკურატურას აბსოლუტურად არალეგალურად მოპოვებული მტკიცებულებები აქვს, რომელიც იურისტებმაც დაადასტურეს და დაასაბუთეს. ახლა ჩვენს 11-კაციან „ქეისზე“ იწყება არსებითი განხილვა, ყველას შეუძლია ნახოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოყვანილი მოწმეები. სევდიანია, რომ სისტემას საკუთარი თავის გაშავება, გაფუჭება და წლების განმავლობაში ნაშენები სისტემის ნგრევა უწევს. პოლიტიკური კურსიდან გარეთ გადით და დაინახავთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ბავშვების გაზრდა ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი ნებიდან მოდის, ქვეყანაში კი ნება არ არის, რომ კარგად და ცოცხლები ვიყოთ, რომ ნორმალურ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამიტომ 8 აპრილი არის ჩვენი ერთ-ერთი ანონსი და ვაგრძელებთ ბრძოლას, გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ ბევრნი ვართ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. უსამართლო ქვეყანაში, სადაც ასევე უსამართლო სასამართლოა, ცხოვრება შეუძლებელია“,- განაცხადა ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის მეუღლე, ქეთევან დანელიამ.

ცნობისთვის, მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ბრალდებული ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან, რომლებიც პროტესტის ნიშნად 8 აპრილს გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათენებენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს