CIU-ს აკადემია აბიტურიენტებს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, ჟურნალისტიკის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე მასპინძლობს

CIU-ს აკადემია აბიტურიენტებს, ამჯერად, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, ჟურნალისტიკის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე მასპინძლობს.

მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

„პროექტის მიზანია, აბიტურიენტები შეხვდნენ დიპლომატიის, ჟურნალისტიკისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი;

პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით.

სალექციო პერიოდი: 10-12 აპრილი

ლექციების განრიგი:

ეკატერინე ჭალაგანიძე - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

ზაზა ცოტნიაშვილი - CIU-ს მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი.

თემა: „თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევები და შესაძლებლობები“;

თარიღი: 10 აპრილი, 20:00 საათი.

ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

ვახტანგ მაისაია - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო მეცნიერების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;

თემა: „საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის როლი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში”;

თარიღი: 11 აპრილი, 20:00 საათი.

ნანა პარინოსი - ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტიპენდიატი;

თემა: „ინგლისური ფილოლოგია: კარიერული შესაძლებლობების უსაზღვრო სამყარო”;

თარიღი: 12 აპრილი, 20:00 საათი.

პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს