მარკო რუბიო - უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული სურვილი, საკმაოდ მალე რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულები არიან თუ არა მშვიდობასთან დაკავშირებით

უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული სურვილი, საკმაოდ მალე რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულები არიან თუ არა მშვიდობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს შტაბ-ბინაში მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ამ პროცესზე ვმუშაობთ. ვიზიტორი გვყავდა - ბატონი კირილი [პუტინის წარმომადგენელი]. მასთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა. ის სხვებსაც შეხვდა. რაღაც მესიჯებს წაიღებს უკან. ეს მესიჯია: შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, სერიოზული ხარ თუ არა მშვიდობაზე. საბოლოოდ, პუტინს მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება; რუსეთის ფედერაციას მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს სურვილი შევიდნენ, მაგალითად, სრულ ცეცხლის შეწყვეტაში, რათა სივრცე შექმნან მოლაპარაკებისთვის. რაღაც მომენტში ძალიან მალე - ექვს თვეში არა - რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულები არიან თუ არა მშვიდობაზე, და ვიმედოვნებ, რომ სერიოზულები არიან. მსოფლიოსთვის კარგი იქნება თუ ეს ომი დამთავრდება”, - განაცხადა რუბიომ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება