აშშ-ს ტრამპის მიერ ლამის მთელი მსოფლიოსთვის დაწესებულ „ტარიფების ომზე“, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს ომი მსოფლიო ეკონომიკაზე, კერძოდ, საქართველოზე, საქართველოზე აშშ-ს სახ.დეპის გაკეთებულ წერილობით განცხადებაზე, ამ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ რეაქციაზე, ასევე იმაზე, ემზადება თუ არა მმართველი გუნდი შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
ეკონომისტთა უმრავლესობა მომხდარს გლობალური ეკონომიკურ მოვლენად და გეოპოლიტიკური ტექტონიკური ძვრის ტოლფასად აფასებს. ამ თემაზე ტრამპის განცხადებების არსიც ასე გამოიყურება - მას უნდა აშშ-მ დაიბრუნოს მსოფლიოში ყველაზე მწარმოებელი და დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის იმიჯი. დღეს აშშ-ს ეკონომიკა ისედაც ყველაზე დიდი ეკონომიკაა, მას კონკურენცია მხოლოდ ჩინეთმა შეუძლია გაუწიოს.
ძნელი სათქმელია მსოფლიოს უდიდესი მწარმოებლებისათვის, ვისაც თავისი პროდუქცია აშშ-ში შეაქვს, მათთვის საბაჟო გადასახადების გაზრდა მომავალში რას მოუტანს ამერიკას, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ტრამპის მიერ მსოფლიო ქვეყნებისთვის საბაჟო გადასახადების დაწესებამ ამერიკის საფონდო ფონდებზე დიდი ვარდნა გამოიწვია. პირველივე საათებში ამერიკულმა დანაკარგებმა ტრილიონ ნახევარი შეადგინა.
ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი ვაჭრობის შედეგად ევროკავშირი აშშ-თან მიმართებაში 157 მილიარდიან ევროს პლუსშია, ჩინეთი, დოლარში 270 მილიარდიან პლუსშია, იაპონია ასევე დოლარში 68 მილიარდიან პლუსში.
როგორც კი ტრამპმა ტარიფების ზრდის განკარგულებას ხელი მოაწერა, ცხადი გახდა, რომ მსოფლიოში „ტარიფების ომი“ დაწყებულად გამოცხადდა. ეკონომიკის ნაწილი თვლის, რომ „ტარიფების ომი“ კარგს არაფერს მოიტანს და თუ ვინმე დაზარალდება, პირველ რიგში ეს თავად ამერიკელი მომხმარებელია. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ამ თვალსაზრისით არაამერიკელი მწარმოებლებიც არ აღმოჩნდებიან კარგ დღეში.
დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ს დაარსებულია კრძალავს ტარიფების დიფერენცირებას ქვეყნების მიხედვით, რადგან ადგენს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს ყველა წევრისთვის. პრაქტიკულად ვმო აღარ არსებობს. ეს საერთაშორისო ვაჭრობაში წესების სრული მოშლაა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის მიერ დაწყებულ „ტარიფების ომს“? და კიდევ, რამდენად რეალიზებადია ის მიზნები, რის გამოც და რისთვისაც ტრამპმა მთელ მსოფლიოს პრაქტიკულად „ტარიფების ომი“ გამოუცხადა?
- თქვენს კითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამიტომ მომიტევეთ უხვსიტყვიანებისთვის.
უპირველეს ყოვლისა, შემდეგ კითხვას უნდა ვუპასუხოთ: აშშ არც ნედლეულის მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში და არც სხვადასხვა პროდუქციის მთავარი შემქმნელი. საყოფაცხოვრებო სექტორში აშშ ძირითადად იმპორტირებული საქონლით სარგებლობს. მაშ, რატომაა აშშ მსოფლიოს მთავარი ეკონომიკა?
საქმე კი იმაშია, რომ დიდი დეპრესიიდან მოყოლებული აშშ-ში დაიწყო სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ძირფესვიანი გარდაქმნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასრულდა.
აშშ არც ნედლეულის მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში და არც სხვადასხვა პროდუქციის მთავარი შემქმნელი. საყოფაცხოვრებო სექტორში აშშ ძირითადად იმპორტირებული საქონლით სარგებლობს. მაშ, რატომაა აშშ მსოფლიოს მთავარი ეკონომიკა?
კაპიტალისტური წყობილება, როცა ეკონომიკური ზრდა, მათ შორის - მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, დამოკიდებულია მატერიალური წარმოების ზრდაზე, პოსტინდუსტრიული წყობილებით ჩაინაცვლა. ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოცვაში ეკონომიკის მწარმოებლური დარგები მშპ-ს მხოლოდ 15-20 %-ს უზრუნველყოფენ, დანარჩენი 80-80% მომსახურებაზე მოდის.
1972 წლის შემდეგ, როცა რიჩარდ ნიქსონმა აშშ დოლარის ოქროში პირდაპირი კონვერტირება გააუქმა, აშშ-ში სწრაფი ტემპებით განვითარდა კაპიტალური ბაზარი და მისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილი ეკონომიკური მანქანები, როგორიცაა სასაქონლო და სანედლეულო ბირჟები და ETF ფონდები. ეს მანქანები გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რასაც მსოფლიოს ინტერნეტიზაციამ შეუწყო ხელი - დღეს სახლიდან გაუსვლელად გაქვს წვდომა ნებისმიერ კაპიტალურ ბაზართან. ამ პროცესს ეკონომიკური გლობალიზაცია ეწოდა, ხოლო ასეთ მიდგომას - ნეოლიბერალური ეკონომიკა.
სწორედ ასეთი ეკონომიკა გახდა კოვიდის პანდემიის ეკონომიკური შედეგების სწრაფი დაძლევის ერთადერთი წინაპირობა.
გლობალიზებულ მსოფლიოში ეკონომიკას მართავს არა მრეწველობის მწარმოებლური დარგები, არამედ სწორედ ზემოთ ხსენებული ეკონომიკური მანქანები. ამიტომაც აშშ-ს ბიზნეს სექტორმა წინა ადმინისტრაციებთან სრულ თანხვედრაში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ინდუსტრიული საწარმოების მესამე ქვეყნებში გატანა, თავისთვის კი პატენტებით დაცულ ტექნოლოგიებსა და ეკონომიკურ მანქანებს ინახავდნენ. მოხდა ეკონომიკის რეგიონული დანაწევრება, მაგრამ ეკონომიკას სწორედ აშშ და მისი კომპანიები მართავდნენ. ახლა ტრამპის ნარატივი მე სამზარეულოში დიასახლისების არაპროფესიულ ჭორაობას მაგონებს, ხოლო მისი ინიციატივა კი მეტად სახიფათოდ მიმაჩნია.
აშშ-ს ბიზნეს სექტორმა წინა ადმინისტრაციებთან სრულ თანხვედრაში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ინდუსტრიული საწარმოების მესამე ქვეყნებში გატანა, თავისთვის კი პატენტებით დაცულ ტექნოლოგიებსა და ეკონომიკურ მანქანებს ინახავდნენ. მოხდა ეკონომიკის რეგიონული დანაწევრება, მაგრამ ეკონომიკას სწორედ აშშ და მისი კომპანიები მართავდნენ. ახლა ტრამპის ნარატივი მე სამზარეულოში დიასახლისების არაპროფესიულ ჭორაობას მაგონებს, ხოლო მისი ინიციატივა კი მეტად სახიფათოდ მიმაჩნია
60-70 წლის განმავლობაში მესამე ქვეყნებში გატანილი მრეწველობის აშშ-ში შემობრუნება მოკლე პერიოდში შეუძლებელია. მეორეც. წარმოიდგინეთ, რა ეღირება კომპიუტერი, რომლის ჩიპები არა ტაივანზე, ხოლო პროცესორები არა ინდოეთში, არამედ აშშ-შია აწყობილი. ამიტომ მე მესახება, რომ: პირველი, იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესება კი არ ჩაანაცვლებს მას ამერიკული პროდუქციით, არამედ გაზრდის სამომხმარებლო ფასებს აშშ-ში. წარმოგიდგენიათ, მაგალითად, აშშ-ში ფეშენებელური რესტორანი, სადაც ფრანგული ღვინო მთლიანად კალიფორნიულით ჩაენაცვლება?
მეორე, ეს თავისთავად გამოიწვევს ინფლაციას და და აშშ დოლარის გაუფასურებას. მესამე. რასაკვირველია, ევროპა არ დარჩება პასიურ მდგომარეობაში და სარკისებრად
შესაბამის ტარიფებს ამერიკულ პროდუქციაზე დააწესებს.
იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესება კი არ ჩაანაცვლებს მას ამერიკული პროდუქციით, არამედ გაზრდის სამომხმარებლო ფასებს აშშ-ში… ეს თავისთავად გამოიწვევს ინფლაციას და და აშშ დოლარის გაუფასურებას... რასაკვირველია, ევროპა არ დარჩება პასიურ მდგომარეობაში და სარკისებრად შესაბამის ტარიფებს ამერიკულ პროდუქციაზე დააწესებს
სხვათა შორის, ასეთი ტიპის განცხადებებმა გააღიზიანა, თუ წაიკითხეთ, ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელობა. ეს კი, მეოთხე, ძალიან მძლავრ დაპირისპირებას გამოიწვევს აშშ დოლარსა და ევროს შორის.
ასე რომ, ჩემი პროგნოზი პესიმისტურია. თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდ ხანს გაგრძელდა, ჩვენ თოხარიკით ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით.
ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ დრომოჭმული პროტექციონისტული პოლიტიკა შეუსაბამოა მსოფლიოს გლობალური განვითარების პრინციპებთან და სულაც არაა გამორიცხული, რომ ოთხი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალოს. ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ფაქტია, რომ აშშ-ს მიერ დაწყებული „ტარიფების ომის“ პოლიტიკა, როგორც მინიმუმ, 4 წელი გაგრძელდება.
ე.წ. „ტარიფების ომი“ რა პროცესებს გამოიწვევს საერთოდ მსოფლიო ეკონომიკაში? სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ამ ომის შედეგები მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ქვეყნებისთვის?
- უკვე გითხარით, რომ ასეთი პოლიტიკა, პირველ რიგში, ამერიკელი მოქალაქის ჯიბეს დაარტყამს. ერთია პროტექციონისტული პოლიტიკა ქაღალდზე, და მეორეა სევდიანი რეალობა.
ასეთი მარტივი მაგალითი. აშშ ფოლადის ძირითადი მომხმარებელია, ხოლო მისი მთავარი მწარმოებელია ჩინეთი. 34%-იანი ტარიფის შემოღება ჩინურ პროდუქციაზე გამოიწვევს იმპორტირებული ფოლადის ფასის მყისიერ ზრდას, ხოლო აშშ-ში შესაბამისი სიმძლავრეები არ არსებობს. ქარხნებიც რომ აშენდეს ძალიან სწრაფად, აშშ-ს მოუწევს რკინის მადნის იმპორტი, მაგალითად, ავსტრალიიდან, მაგრამ რკინის მადანიც ხომ იმპორტირებული, ანუ შესაბამის ტარიფებს დაქვემდებარებული პროდუქციაა. ასე რომ, ტრამპის პოლიტიკა დიდწილად ილუზორულია და პიარზეა გათვლილი. ისე, არა მგონია, რომ ასეთი ეკონომიკა 4 წელი გაგრძელდეს.
ტრამპის პოლიტიკა დიდწილად ილუზორულია და პიარზეა გათვლილი. ისე, არა მგონია, რომ ასეთი ეკონომიკა 4 წელი გაგრძელდეს
ეკონომიკური ურთიერთობები წონასწორობას საჭიროებს, სხვაგვარად, აშშ დაკარგავს ეკონომიკური ლიდერის პოზიციას. უარეს შემთხვევაში, აშშ-ს დოლარი, როგორც მსოფლიოს ძირითადი სარეზერვო ვალუტა, ევროთი ჩაენაცვლება.
ეკონომიკური ურთიერთობები წონასწორობას საჭიროებს, სხვაგვარად, აშშ დაკარგავს ეკონომიკური ლიდერის პოზიციას. უარეს შემთხვევაში, აშშ-ს დოლარი, როგორც მსოფლიოს ძირითადი სარეზერვო ვალუტა, ევროთი ჩაენაცვლება
ტარიფის 10%-იანი ზრდა როგორ აისახება საქართველოზე?
რა პრობლემებს შეუქმნის აშშ-ს მიერ სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული გაზრდილი ტარიფები საქართველოს ეკონომიკას და სამომხმარებლო ბაზარს?
-არა მგონია, რომ ამ გარემოებამ დიდი გავლენა იქონიოს ქართულ ეკონომიკაზე. აშშ-ში კი ქართული პროდუქცია სხვა ქვეყნების პროდუქციის სიმეტრიულად გაძვირდება.
პირიქით, მეჩვენება, რომ ამან შეიძლება დადებითი როლიც კი ითამაშოს, ვთქვათ, ქართული ფეროშენადნობების ექსპორტიორებისთვის.
თქვენთან ინტერვიუებშიც მითქვამს და სხვა საჯარო გამოცვლებშიც, რომ „ქართული ოცნების“ მოლოდინები, თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია მათ პოლიტიკას „გაატარებს“, წინდაუხედავი და მიამიტური იყო. აგერ, უკვე ტრამპიც „გლობალური ომის პარტიას“ ანდა, როგორც მამუკა მდინარაძემ ბრძანა, „დიპ სტრეიტს“ შემოუერთდა და რა, საქართველო მთელ მსოფლიოს ებრძვის? თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენს ქვეყანას ჩრდილო კორეულ პარიად აქცევს?მესახება რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს. რამდენიმე თვეში ეს სიტყვები გამახსენეთ.
ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, თუნდაც თვიდგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
-ძალიან დიდი. ყველაფერი აშშ-ს პოლიტიკაზე და ოპოზიციის ჭკვიანურ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამ მეორე წინაპირობას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.