პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის მიმართაც 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

პროკურორის განმარტებით, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ედება დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ის 25 მარტს კომისიის სხდომაზე იყო მიწვეული, თუმცა, არასაპატიო მიზეზის გარეშე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიზნით საკანონმდებლო ორგანოში მისულიყო.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

როგორც პროკურორი განმარტავს, კერძოდ კი, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პროკურორის თქმით, მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, შეიძლებოდა ის მიმალულიყო და მისი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება ვერ გამორიცხავს მომავალში მიმალვის საფრთხეს.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, როგორც პროკურორი განმარტავდა, ბრალდებულმა მიზანმიმართულად დაარღვია კანონი. ასევე, ჯაფარიძისთვის კანონთან კონფლიქტი პირველი არ არის.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა იქნა გათვალისწინებული და გირაოს 50 000 ლარის გადახდას ის შეძლებს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, პროკურორმა მიმალვის საფრთხე შაბლონურად წაიკითხა და დასაბუთებული არ არის.

სამუშიას თქმითვე, ჯაფარიძეს წინა საქმეზეც გირაო ჰქონდა შეფარდებული, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად დადიოდა, თუმცა, უკან ბრუნდებოდა და არსად მიმალულა. მითუმეტეს, იმის ფონზე, როცა იმ საქმეზე მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა.

ადვოკატებისთვის არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეა პროკურატურის მხრიდან დასაბუთებული.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ