საფრანგეთის საერთაშორისო პარტნიორობის საპრეზიდენტო საბჭო - ვადასტურებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტად ითვლება

საფრანგეთმა უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორობის პრიორიტეტად აღიარა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პარტნიორობის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

„გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც აღინიშნება ომის დაბრუნებით ჩვენს საზღვრებთან და საერთაშორისო ურთიერთობების გამკაცრებით, ხაზს უსვამს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს და ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის საერთაშორისო პარტნიორობის საბჭოში აცხადებენ, რომ მთავარი პარტნიორების გასვლის შემდეგ, საფრანგეთი, თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, გააგრძელებს ძლიერი ხმის შენარჩუნებას საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჩვენი დღის წესრიგი არის სუვერენიტეტი - ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტნიორების“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საფრანგეთი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კრიზისებითა და კონფლიქტებით დაზარალებულ ქვეყნებს, განსაკუთრებით მისი ჰუმანიტარული და აღმშენებლობითი ქმედებებით და ასევე მაკროფინანსური სტაბილიზაციის მხარდაჭერით.

„იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც მას სჭირდება და ასევე იმ პირდაპირი საფრთხის გამო, რომელიც ევროპას ემუქრება, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა პრიორიტეტად ითვლება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია