ისტორიული დღის მოლოდინში - ტექსელის აჯანყებულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ნიდერლანდების სამეფოში კიდევ ერთი მონუმენტი გაიხსნება

2025 წლის 9 აპრილს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, საზეიმოდ გაიხსნება 1945 წლის გახმაურებულ აჯანყებაში, გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილი მონუმენტი. ამ ისტორიული მნიშვნელობის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ ნიდერლანდებში მოღვაწე, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და კულტურის მოღვაწე - თინათინ სვანიძე-ვენკო.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი თინათინის ინიციატივამ, ფართო საზოგადოების ყურადღება, ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში მიიპყრო. მაშინ, ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე, დაიდგა მემორიალური დაფა, რომელზეც დაღუპული მეომრების სახელები და გვარებია ამოტვიფრული. ამ მონუმენტის არქიტექტორი და დიზაინის ავტორი მოქანდაკე დევი ხმალაძეა. სწორედ ასე დადგინდა უამრავი ქართველი გმირი მებრძოლის ვინაობა, მანამდე რომ დაკარგული ეგონათ შთამომავლებსა და ახლობლებს. მოვლენამ დიდი გამოხმაურება პოვა როგორც საქართველოს, ისე დასავლურ და, განსაკუთრებით კი, ნიდერლანდურ მედიაში. 9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიება კი სწორედ, ორი წლის წინანდელი, მასშტაბური მოვლენის ლოგიკური გაგრძელება და დაგვირგვინებაა.

ამჯერად, ქართველ მეომართა საძმო სასაფლაოზე საზეიმოდ გაიხსნება კიდევ ერთი მონუმენტი, რომელსაც „სამოთხის კარიბჭე“ ეწოდება. მისი არქიტექტორი და დიზაინის ავტორიც მოქანდაკე დევი ხმალაძე გახლავთ. ნამუშევარი კონცეპტუალურად ატარებს ერთგვარ ერთგვარ სიმბოლურ გზავნილს - ტექსელზე დაღუპული ქართველი და ნიდერლანდელი ჯარისკაცების სულები ფრინველთა თავისუფალი ფრენის მეტაფორითაა გამოხატული.

მონუმენტი დამშვენებული იქნება ქართული სიმბოლიკითა და წარწერით, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ტექსტიდან: „დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!“

როგორც თინათინ სვანიძე-ვენკო განმარტავს, ღონისძიების თარიღს, გარდა საერთო ეროვნული მნიშვნელობისა, კიდევ რამდენიმე არსებითი დატვირთვა აქვს: მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან გადის ზუსტად 80 წელი; გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოში, ქართული კულტურის ცენტრისა და ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიის დაფუძნების 10 წლის იუბილეს.

„ეს დღე ცალსახად იქნება ორი ქვეყნის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ხანგრძლივი მეგობრობისა და საერთო კულტურულ-ისტორიული წარსულის ნათელი და სიმბოლური გამოხატულება. პროექტის მიზანიც, სწორედ ამ კავშირებისა და მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერებაა.

გარდა ამისა, ჩვენი მიზანი, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც არის- ტექსელის აჯანყებაში დაღუპული გმირი ქართველების ხსოვნა და თავგანწირვა, საბოლოოდ დაუკავშირდეს მათ ერთადერთ სამშობლოს, საქართველოს”, - აცხადებს ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი, თინათინ სვანიძე-ვენკო.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია: ტექსელის მერია, თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროები.

მონუმენტის გახსნას აგრეთვე დაესწრებიან ტექსელის აჯანყებაში დაღუპულ გმირთა შთამომავლები. ბევრმა მათგანმა, სწორედ 2023 წელს გახსნილი მემორიალის დახმარებით, აღმოაჩინა ქართველ გმირებს შორის, საკუთარი წინაპრები.

9 აპრილს, კომპანია Tika Tours-ის მეშვეობით, ისინი ეწვევიან ტექსელს, რათა პატივი მიაგონ აჯანყებული მებრძოლების ნათელ ხსოვნას.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში