საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - „მტკიცე საგანმანათლებლო ბაზა აუცილებელია, მაგრამ მუდმივი სწავლა - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური განათლებით არ შემოიფარგლება, ის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე და კრიტიკულად შეაფასონ საინჟინრო გადაწყვეტილებები. პროფესორების მხარდაჭერა, რომლებიც თავადაც გამოცდილი სპეციალისტები არიან, მუდამ მაძლევდა მოტივაციას, გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აზა ჩხარჩხალია აცხადებს.

სტუ-ის ცნობით, აზა ჩხარჩხალიამ 2017 წელს სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაასრულა, 2019 წელს - მაგისტრატურა, 2022 წელს კი - დოქტორანტურა. დღეს ის წამყვან საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინრად მუშაობს და ინოვაციური, მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნაში მონაწილეობს.

როგორც აზა ჩხარჩხალია აღნიშნავს, სამშენებლო ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზით, კონსტრუქციული ანალიზის უნარის განვითარებით, სამშენებლო მასალებსა და სეისმურ ინჟინერიაში ცოდნის გაღრმავებით, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოებით, რაც სტუდენტებს რეალური საინჟინრო ამოცანების გადაჭრაში ეხმარება.

„ერთ-ერთ საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინრად ვმუშაობ. როდესაც სტუდენტობის პერიოდს ვაანალიზებ, ვრწმუნდები, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლები გადამწყვეტი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ლექტორებმა ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მიღებული ცოდნის წყალობით, სწრაფად მოვერგე პროფესიის მოთხოვნებს - კონსტრუქციების ანალიზის უნარი, საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება და საინჟინრო პროგრამებთან ეფექტური მუშაობა დიდი უპირატესობა აღმოჩნდა ჩემს კარიერულ ზრდაში. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამშენებლო ინჟინრის კარიერას გეგმავენ, ვურჩევდი, რომ მტკიცე საგანმანათლებლო ბაზა აუცილებელია, მაგრამ მუდმივი სწავლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს დარგი გამუდმებით ვითარდება და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების ცოდნა გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. მადლობელი ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რომელმაც მომცა ცოდნა, უნარები და თავდაჯერებულობა, რომ წარმატებით დავმკვიდრებულიყავი ამ დინამიკურ სფეროში“, - აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა