Webster University Tbilisi-ს მორიგი პროექტი სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის

ციფრული ეპოქა ახალ მოთხოვნებს უყენებს განათლების სისტემას, განსაკუთრებით კი მასწავლებლებს, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას ტექნოლოგიების დახმარებით.

სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, 2025 წლის 5 აპრილს, Webster University Tbilisi-ის ორგანიზებითა და სრული დაფინანსებით, ჩატარდა მასწავლებლებისთვის მორიგი ტრენინგი თემაზე: „ონლაინ პლატფორმების გამოყენება სწავლების პროცესში“. ტრენინგი ჩაატარა გამოცდილმა ტრენერმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში-თამარ თაბუკაშვილმა.

აღნიშნული ღონისძიება განაგრძობს უნივერსიტეტის ინიციატივას, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, მასწავლებლების სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში გადაამზადებით.

ამჟამად მონაწილეობა მიიღეს, როგორც თბილისის, ისე რეგიონის 15-მდე სკოლის წარმომადგენლებმა და გაეცნენ შემდეგი ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენების საკითხებს:

  • Google Classroom
  • Kahoot
  • Padlet
  • Mentimeter
  • Quizlet
  • Edmodo
  • Canva for Education

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს:

  • დავალებების მარტივად მართვის გზები
  • მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მეთოდები
  • ინტერაქტიული სასწავლო გარემოს შექმნის ტექნიკები

პრაქტიკულ მაგალითებთან ერთად, ტრენინგი იყო იდეების, გამოცდილებების და მოტივაციის გაზიარების სივრცე, სადაც მასწავლებლებმა აქტიურად იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

აქვე შეგახსენებთ, რომ Webster University Tbilisi არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე გლობალური ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსი საქართველოში, რომელიც საზოგადოებას უკვე მეოთხე წელია სთავაზობს ამერიკულ ხარისხიან განათლებასა და საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს.

Webster University Tbilisi აგრძელებს სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვას საქართველოში.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს