კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრის“ დირექტორმა ნინო ჯულაყიძემ.

“მემორანდუმის მიზანია, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელება. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის (საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამები) სტუდენტებს, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, აქტიური პრაქტიკული კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია წამყვან ექსპერტებთან, იურისტებთან და მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში და გაიარონ ტრენინგები. „ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრი“ სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ასევე სთავაზობს მოსამართლეთა, სტაჟიორ-პროკურორთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე; სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ ღვინჯილია; ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრის ტრენერები ნონო ქოჩიაშვილი და გიორგი ნაკაშიძე, ასევე, სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს