გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აპრილს ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელი დიღმის, მცხეთის რაიონის, სოფელი გლდანის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის აბონენტებს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აპრილს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ალ. ყაზბეგის, სვეტიცხოვლის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში წერეთლის, სტალინის, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე, მამკოდასა და ხიდებთან; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბოდორნა, ნაგლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 13:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, ვეძათხევა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს