საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ჭადრაკის სასწავლო მეთოდიკის - „საფეხურების“ დანერგვას განაგრძობს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხარისხიანი განათლების დანერგვის, ჭადრაკის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის მიზნით აგრძელებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, აპრობირებულ, პროფესიონალურ ჭადრაკის სასწავლო მეთოდიკის -„საფეხურების“ დანერგვას.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, „საფეხურების“ სამი ტომი უკვე ნათარგმნი და დაბეჭდილია, წლის ბოლომდე კი დარჩენილი ტომებიც ხელმისაწვდომი იქნება. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა მოიცავს სპორტული ფსიქოლოგიის ასპექტებსაც.

„თანმიმდევრული მეთოდიკა და თანამედროვე მიდგომები წარმოადგენს წარმატების გასაღებს განათლების სფეროში. 2024 წლის ნოემბერში ბათუმში ჩავატარეთ „საფეხურების“ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ყველა წამყვანი მწვრთნელი. ახლა გადავდივართ პროექტის შემდეგ ეტაპზე და ვიწყებთ მეთოდიკის იმპლემენტაციის პირველ ეტაპს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გრძელვადიანი პროექტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მომავალი მოჭადრაკეების ჩამოყალიბების პროცესში და საგრძნობლად გაზრდის სპორტულ შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ახალი მეთოდიკის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში აპრილის ბოლოდან ლექცია-სემინარებს გამართავს პროგრამის მთავარი ტრენერი, სინგაპურის საჭადრაკო სკოლის მწვრთნელი, ფიდეს ტრენერი - ნატო ეძგვერაძე. პროგრამის კოორდინატორია, საერთაშორისო ორგანიზატორი - ალექსანდრე არსენიძე. ლექცია-სემინარების წარმატების გავლის შემდეგ მწვრთნელებს მიენიჭებათ შესაბამისი სასწავლო ლიცენზია.

ლექცია-სემინარის ჩატარების რეგიონული განრიგი: იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 26, 27 აპრილი, ქუთაისი; აჭარა - 3 მაისი, ბათუმი; სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია – 17 მაისი, ფოთი; შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი – 25 მაისი, გორი; კახეთი – 8 ივნისი, გურჯაანი; თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი – 14, 15 ივნისი, თბილისი.

პროექტის მხარდამჭერი საქართველოს სპორტის სამინისტრო და „პაშა ბანკია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია