კომპანია „დეტექტი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, კომპანია „დეტექტი“ მისი წევრი გახდა.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია სახანძრო სისტემების იმპორტიორი და ინტეგრატორი კომპანიაა.

„დეტექტი“ აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალს, რომელიც პარტნიორებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის მომსახურებას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

აღსანიშნავია, კომპანიის ძირითადი მიმართულებები, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და დაცვის სისტემები.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, „დეტექტი“ აქტიურად თანამშრომლობს მშენებლობის, ჯანდაცვის, განათლების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებთან.

კომპანია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარტნიორებს სთავაზობს სახანძრო უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, მათ შორის: სახანძრო სისტემების საპროექტო მომსახურებას (პროექტირებას), სახანძრო სისტემების მონტაჟს, მათ ტესტირებას, მონიტორინგს და რეგულარულ ტექნიკური მომსახურებას.

გარდა ტექნიკური მომსახურებისა, „დეტექტი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნის გაზიარებასა და პრევენციულ ღონისძიებებს.

კომპანია ეხმარება ორგანიზაციებს ოპტიმალური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და რელევანტური გამოსავლის პოვნაში უსაფრთხოების მიმართულებით.

„მივესალმებით კომპანია „დეტექტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია ხარისხიანი მომსახურება, პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო. ასევე, პარტნიორებთან გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა. „დეტექტის“ საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიის ხელმძღვანელობას ამ საპასუხისმგებლო საქმეში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია