ჩინეთი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე ზრდის

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდის. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.

ამასთან, უწყებამ მიანიშნა, რომ ეს პეკინის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესების ბოლო შემთხვევა იქნება.

„მაშინაც კი, თუ აშშ კიდევ უფრო მაღალ ტარიფებს დააწესებს, ამას აღარ ექნება არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა და მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ხუმრობად შევა. თუ აშშ ტარიფებთან რიცხვების თამაშს გააგრძელებს, ჩინეთი არ უპასუხებს“, - ნათქვამია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდა ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე გადასახადის 145%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაზე საპასუხო რეაქცია იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს