საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალი 13 აპრილს გაიმართება

ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მეორე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. წელს პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი.

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 130-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა.

ოლიმპიადის თეორიული ტური 13 აპრილს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც თითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს დაწერს. შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გამოვლინდება, რომლებიც ფინალურ ტურში იასპარეზებენ.

ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებსა და მასწავლებლებში STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესისა და ცნობიერების ზრდის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, მონაწილე გუნდებთან როგორც პირველ ტურამდე, ასევე ფინალურ ეტაპამდე მოსამზადებელი, საკონსულტაციო შეხვედრები იმართება - პირველ ტურამდე უკვე ჩატარდა 4 კონსულტაცია, ფინალისტ გუნდებთან კი 20 საკონსულტაციო შეხვედრა ჩაინიშნება.

ამასთან, ფინალში გადასული გუნდების მენტორები სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან.

STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია