მსოფლიოში ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) პროფესორ პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართა. ემერიტუსი პროფესორის წოდების მინიჭების ცერემონიას წინ უძღოდა პროფესორ პოლ გიბსის საინაუგურაციო ლექცია და მისი ხელმძღვანელობით გამოცემული აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სორბონის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის პრეზენტაცია. აღნიშნული პრეზენტაცია პოლ გიბსმა ჟურნალის რედაქტორთან, სორბონის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის უფროსთან, პროფესორ ლუიზ დელინგუოთერთან ერთად წარმოადგინა.

პოლ გიბსის თაოსნობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაარსდა სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი, ასევე მიდლსექსის უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა ერთობლივი განათლების სადოქტორო პროგრამა, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, განხორციელდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და გამოიცა საერთაშორისო სტატიები. პოლ გიბსის ხელმღვანელობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გამოაქვეყნეს სამეცნიერო სტატიები საერთაშირისო ჟურნალებში, იგი დღემდე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებულის” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

პროფესორი პოლ გიბსი არის მიდლსექსის უნივერსიტეტის (UK) განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი. ასევე, არის სიდნეის უნივერსიტეტის (UTS) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის ATLAS R&B-ის (TEXAS, USA) და New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგი და მკვლევარი. პოლ გიბსის ავტორობით გამოცემულია ოცზე მეტი წიგნი, იგი არის 110-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების SpringerBriefs-ის სერიის რედაქტორი.

პოლ გიბსისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ემერიტუსი პროფესორის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიებას დოქტორანტები, მკვლევარები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში