ირაკლი კობახიძე - სანქციები გაკულაკების მოდერნიზებული ფორმაა - სირთულეები გვაქვს PACE-სთან, სადაც ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ვენეციის კომისიასთან, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სამართლებრივ პრინციპებს

ჩვენთვის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ ყველა ფორმატს აქტიურად ვიყენებთ - სირთულეები PACE-სთან გვაქვს, სადაც ის ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ვენეციის კომისიასთან, რომელიც საერთოდ პატივს არ სცემს სამართლებრივ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ ყველა ფორმატს აქტიურად ვიყენებთ იმისათვის, რომ თანამშრომლობა გაღრმავდეს ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის. ძირითადად სირთულეები PACE-სთან გვაქვს, სადაც ის ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ვენეციის კომისიასთან, რომელიც საერთოდ პატივს არ სცემს სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით კი აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ევროსაბჭოს გენმდივანს, მისი როლი არის უმნიშვნელოვანესი , მას მადლობა გადავუხადე მისი ინტერესისა და წვლილისთვის, ასევე ვიზიტისთვის, რომელიც წინა წლის ბოლოს შედგა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ერთობლივად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება, ღია ვართ ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებსაც და როგორც აღნიშნა, ისინი არიან უცხოელი აგენტები, რომლებიც მითითებებით მოქმედებენ, საქართველოსა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

„ეს მტრული დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნისა და ინტერესების მიმართ, სხვა ახსნა ამას არ აქვს. ერთი საუკუნის წინ ეთნიკურად ქართველები ასე დაუპირისპირდნენ საქართველოსა და ეროვნულ ინტერესებს. ეთიკურად ქართველების მიერ მოხდა, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა. ახლა ეს ადამიანები აგრძელებენ ამ საქმეს - სერგო ორჯონიკიძის საქმეებს, ისინი არიან "თანამედროვე ბოლშევიკები", ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდები ბოლშევიკების მეთოდებს ჰგავს, სანქციები გაკულაკების მოდერნიზებული ფორმაა, ესეც ის ხელწერაა, რომელსაც ჯერ "ბოლშევიკები", შემდგომ "ფაშისტები" და ახლა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი აკეთებენ. ოპოზიციის მეთოდები და დამოკიდებულება იგივეა, ისინი არიან უცხოელი აგენტები, ამიტომ ისინი დაკვეთით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები