საოფისე და კომერციული სივრცეები საბურთალოს უნიკალურ ლოკაციაზე - ახალი ბიზნეს შესაძლებლობები პროექტში „სიმეტრია ჯიქია“

სიმეტრია, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე, ახალ შესაძლებლობებს ავითარებს ბიზნესებისათვის. "სიმეტრია ჯიქია" - ეს არის გამორჩეული მრავალფუნქციური პროექტი, რომელიც „თიბისის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. აღნიშნული კონცეფციის განვითარებით, ფაქტობრივად იქმნება უბნის ჰაბი, რომელიც ყოველდღიური დანიშნულების ადგილი გახდება ათეულობით ათასი ადამიანისათვის.

პროექტში ყველაფერზეა ნაფიქრი: ჯამში 8 ლიფტი, 4 ესკალატორი, 300-ზე მეტი საპარკინგე სივრცე და დამოუკიდებელი შესასვლელები ფუნქციების მიხედვით, მათ შორის ცალკე დისტრიბუციისა და კურიერებისათვის - განსაკუთრებულად კომფორტულს ქმნის პროექტით სარგებლობას.

დღეისათვის, უკვე იწყება აქტიური მოლაპარაკებები საოფისე სივრცეებისა და კომერციულ ობიექტების იჯარასთან დაკავშირებით.

ბიზნეს ცენტრი – მოქნილი ოფისები თქვენი წარმატებისთვის

"სიმეტრია ჯიქიას" ბიზნეს ცენტრი 15 სართულიან შენობაში იქნება განლაგებული და გათვლილია სწორედ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ სტრატეგიულ მდებარეობასა და კომფორტულ, დეტალებზე ნაფიქრ სამუშაო გარემოს.

რა სარგებლობას მიიღებენ ბიზნეს ცენტრის მოიჯარეები?

  • ბიზნესის ინტერესებზე მორგებული ფართის არჩევანი – ოფისები შესაძლებელია იყოს როგორც დიდი (500+ კვ.მ.), ასევე მცირე ზომის (50+ კვ.მ.)
  • უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა – თანამედროვე ლიფტები, ენერგოეფექტური ვიტრაჟები, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემა და დახურული საპარკინგე ადგილები.
  • მზა, გარემონტებული სივრცეები – თქვენ მხოლოდ ავეჯზე უნდა იზრუნოთ, დანარჩენი უკვე მზად დაგხვდებათ!
  • შესანიშნავი ლოკაცია – ბიზნეს ცენტრი მდებარეობს საბურთალოზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ უბანში, მეტროდან მხოლოდ 150 მეტრში.
  • პირდაპირი წვდომა კომერციულ სივრცეებზე, მათ შორის აუზსა და სავარჯიშო დარბაზზე.
  • საერთო ტერასა - იდეალური ღია სივრცეში განტვირთვისა და იდეების გენერაციისათვის

მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია! კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პირველებმა აირჩიონ მათთვის იდეალური სივრცე და გახდნენ ბიზნეს ჰაბის ნაწილი, რომელშიც დეტალებშია ნაფიქრი ყოველდღიურ კომფორტებზე.

კომერციული სივრცეები – თქვენი წარმატებული ბიზნესი იწყება აქ

„სიმეტრია ჯიქიას“ კომერციული სივრცეები ორსართულიანი კონცეფციითაა განვითარებული და მოიცავს როგორც საცალო ვაჭრობისთვის, ასევე კვების ობიექტებისთვის განკუთვნილ ფართებს.

რატომ არის სიმეტრია ჯიქიას კომერციული ფართები საინტერესო ბიზნესებისათვის:

  • ბიზნესისთვის მაქსიმალურად მორგებადი – შავი კარკასის კონდიციაში კომერციული სივრცეები საშუალებას აძლევს ბიზნესებს, მაქსიმალურად მათ ინტერესებზე და მოთხოვნებზე მოირგონ თითოეული კვადრატული მეტრი და საკუთარი ბრენდის სტანდარტებით გაარემონტონ სივრცეები.
  • სტრატეგიული მდებარეობა – პროექტი მდებარეობს ოთხი მთავარი ქუჩის გადაკვეთაზე, რაც უზრუნველყოფს მაღალ გამტარობას. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პროექტი მეტროდან 150 მეტრშია და პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ადამიანთა ნაკადებიც სწორად ამ სივრცეზე გადის.
  • დამოუკიდებელი პარკინგი – საცხოვრებელი და ბიზნეს ცენტრისგან განცალკევებული საპარკინგე ზონა.
  • ფართო ფუნქციონალი – სივრცეები განკუთვნილია სუპერმარკეტებისთვის, აფთიაქებისთვის, სალონებისთვის, ბანკებისთვის და სხვა ტიპის ბიზნესებისთვის.
  • F&B სართული – ქართული და საერთაშორისო კვების ობიექტებისთვის გამოყოფილი დახურული და ტერასული სივრცე.
  • ცალკე მისადგომი სივრცე დისტრიბუციის მანქანებისა და კურიერებისათვის.

ჯამში პროექტი დასრულდება 2027 წელს, თუმცა ამ დროისთვის გაქირავების პროცესი უკვე მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით რომ ბიზნეს ცენტრში შიდა დაგეგმარების სამუშაოები უკვე სექტემბრიდან იწყება, ხოლო კომერციულ ფართების უმეტესობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ახლა საუკეთესო დროა თქვენი ბიზნესი ამ უნიკალური ეკოსისტემის ნაწილი გახდეს!

დამატებითი ინფორმაციისთვის და ინდივიდუალური შეთავაზებების მისაღებად დაუკავშირდით „სიმეტრიას“ კომერციულ სამსახურს, ტელ - *3000; ელ.ფოსტა - business@simetria.ge .

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა