ლევან მგალობლიშვილი - მშობლიურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ გრძელდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აფხაზეთში, ოკუპირებულ გალში

მშობლიურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ გრძელდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აფხაზეთში, ოკუპირებულ გალში, სადაც ადამიანებს ქართულ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება ეზღუდებათ, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განაგრძობს მუშაობას, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ ყველას დედაენის დღეს!

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერის ერთსულოვნებამ და ახალგაზრდების ჩართულობამ განსაზღვროს ქვეყნის მომავალი. მაშინ, როცა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა ისტორია შეცვალა.

სამწუხაროდ დღესაც, ოკუპაციის პირობებში, მშობლიურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ გრძელდება. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება აფხაზეთში, ოკუპირებულ გალში, სადაც ადამიანებს ქართულ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება ეზღუდებათ.

აფხაზეთის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განაგრძობს მუშაობას, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ კვლავ ვაყენებთ ამ საკითხს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში და ვიბრძვით ენისა და ადამიანის უფლებების დასაცავად“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს