სემეკ-მა ყირგიზეთის მარეგულირებელ უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებულ საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ ინფორმაციას “სემეკი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეთანხმებას ხელი მოაწერეს “სემეკის” წევრმა, გიორგი ფანგანმა და რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტიმურ ოროზალიევმა.

“მემორანდუმის მიზანია მხარეებმა განავითარონ პირდაპირი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელ საკითხებზე, უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტური გაცვლა საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო გარემოებების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე, ხელი შეუწყონ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობას ორმხრივი დახმარების ორგანიზებით სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული საბაზრო გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, თერმული ენერგიის, საქმიანობების ლიცენზირებისა და კონტროლის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია