ვიაჩესლავ ვოლოდინი - კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ“, - დაწერა ვოლოდინმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, კალასმა მუქარაზე გადაინაცვლა და ულტიმატუმი წაუყენა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ იმ კანდიდატებსაც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ და მოითხოვა, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს.

„კალასის განცხადება უპატივცემულობაა იმ ადამიანების ხსოვნის მიმართ, ვინც თავი გასწირა მსოფლიოს ფაშიზმისგან გადასარჩენად“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი თქმით, რუსეთში მიღებულია კანონი, რომელიც კრძალავს ნაციზმის რეაბილიტაციას და არსებობს რეგულაციები, რომლებიც კალასის მსგავსი ადამიანების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა.

„დადგება დრო, როდესაც ის და მისი მსგავსი ადამიანები პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის, რომლებიც შეურაცხყოფენ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო გადაარჩინეს. ჩვენი მოვალეობაა მათი დაცვა“, - განაცხადა ვოლოდინმა.

კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში და ამის ნაცვლად, სოლიდარობა გამოხატონ უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირს ასევე არ სურს, რომ მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ბლოკის რომელიმე პოტენციური წევრი შეუერთდეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია