„საქართველოს ბანკის“ შეთავაზების გვერდი - აღმოაჩინე სასურველი შეთავაზება საყვარელ ბრენდებზე

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებზე ზრუნვას და პროდუქტების განვითარებას კვლავ აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებლებისთვის ერთიანი სივრცე - შეთავაზების გვერდი განაახლა.

აქ ყველა ის შეთავაზებაა განთავსებული რომელსაც ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სთავაზობს, ესენია: ფასდაკლება, ქეშბექი თუ სხვა შეღავათები.

შეთავაზების გვერდზე თქვენთვის სასურველი შეთავაზებების ნახვა წამებშია შესაძლებელი. აღნიშნული განახლების მეშვეობით შოპინგის, მოგზაურობის, კვების თუ სხვა ყოველდღიურ გამოცდილებას უფრო სასიამოვნოს გახდით, სხვადასხვა უპირატესობით ისარგებლებთ, ბევრს დაზოგავთ და სარგებელსაც მიიღებთ.

რა დაგხვდებათ მობილბანკის განახლებულ შეთავაზებების გვერდზე?

  • ძებნისა და გაფილტვრის ფუნქციები, რომლებიც კონკრეტული შეთავაზების ძიების პროცესს გიმარტივებთ;
  • შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც პოპულარული, ისე დინამიკური სექციებით;
  • დაემატა ფინანსური შეთავაზებებიც, რომლებსაც მარტივად გაეცნობით;
  • შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო შეთავაზებების გააქტიურება;
  • თითოეული შეთავაზება უფრო მრავალფეროვანი გახდა – შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ შეთავაზების სურათს, ბრენდის დასახელებასა და ლოგოს;
  • ასევე ნახოთ შეთავაზების ტიპი, კატეგორია და ვადა, თუ როდის სრულდება შეთავაზება;
  • კონკრეტულ შეთავაზებაზე დაჭერის შემდეგ კი გაეცნობით მის აღწერას, ბრენდის შესახებ ინფორმაციას და სხვა დეტალებს;
  • შეთავაზებების გვერდის ბოლოს დაგხვდებათ „ყველა შეთავაზების“ ღილაკი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ყველა მიმდინარე შეთავაზებას ერთდროულად გადაავლოთ თვალი.

როგორ გამოიყენოთ ძებნის და გაფილტვრის განახლებული ფუნქციები?

იმისათვის რომ მაქსიმალურად მარტივად მოძებნოთ სასურველი შეთავაზება, ეს ფილტრები დაგეხმარებათ:

  • შეთავაზების ტიპი – აქ ნახავთ, რომელი აქცია, ქეშბექი, ფასდაკლება, PLUS ან MR ქულაა შენთვის ხელმისაწვდომი
  • კატეგორია – თუ კატეგორიას დააჭერთ, გამოგიჩნდებათ ობიექტები ტექნიკის, შოპინგის, თავის მოვლის, კვების თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით;
  • ბრენდი – ამ ფილტრის დახმარებით მარტივად აირჩევთ ჩამონათვალიდან იმ ობიექტს, რომელიც გიყვართ;
  • ლოკაცია – შეთავაზებებით სარგებლობა რომ გაგიმარტივოთ, მისამართებიც დავამატეთ. საჭიროა აირჩიოთ ქალაქი და ყველა აქტიური შეთავაზებაც გამოგიჩნდებათ;
  • ბარათები – ბარათების ფილტრი დაგეხმარებათ აირჩიოთ ის ბარათი, რომელიც გაქვთ და ამის მიხედვით გაეცნოთ შეთავაზებებს;
  • მოქმედების ვადა – ვფიქრობთ, ეს ფილტრიც გამოგადგებათ, რადგან ასე შეთავაზებით სარგებლობის ვადების კონტროლიც თქვენს ხელშია.

გამოცადე მობილბანკის შეთავაზებების გვერდი. გაეცანი ყველა შეთავაზებას.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია