ნაფიცმა მსაჯულებმა ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ ატენში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა დაზარალებულს კონფლიქტის ნიადაგზე ჯგუფურად, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია