თიბისი კამპუსი: განათლების უფასო პროგრამა სტუდენტებისთვის

ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

თიბისი კამპუსში ბიზნეს მიმართულებების სწავლა, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით შეუძლია ყველა 18-24 წლის ახალგაზრდას.

თიბისი კამპუსის პროგრამების ჩამონათვალი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობასა და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას - SEO და ციფრულ მარკეტინგს მოიცავდა, ახალ ნაკადზე კი ორი ძალიან საინტერესო მიმართულება - IT ბიზნეს ანალიზი და ბაზრის კვლევა დაემატა.

არ გადადო დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე 25 აპრილის ჩათვლით.

თიბისის გუნდი კი დაგახვედრებთ მხიარულ, ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოგეცემათ ბიზნეს-ტექნოლოგიურ სივრცეში სანაცნობო წრის გაფართოებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა