რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

შესაბამის ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

“უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მართლმადიდებლები. ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო ლიტურგიას ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.

სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას დღესასწაულობენ მართლმადიდებლები აჭარაში.

ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ლიტურგიას დეკანოზი იაკობ ბენიძე უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა იზეიმეს რუსთავში. რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დვალიშვილი უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას დაესწრნენ და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცეს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა და ლოჯისტიკის მენეჯერმა, ლაშა მჭედლიძემ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს