მაცხოვრის აღდგომას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც ზეიმობს

საქართველოში მცხოვრები ლუთერები ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს მოვლენას, იესო მაცხოვრის აღდგომას ზეიმობენ.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა.

„საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო დასს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ. სააღდგომო ღონისძიებას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ასათიანი. მაცხოვრის აღდგომა - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნეს დღეს რუსთავში მცხოვრებმა ლუთერებმა. საზეიმო წირვა მშვიდობის ევანგელურ-ლუთერულ ტაძარში აღავლინა ტაძრის პასტორმა, ირინა სოლეიმ. წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში აბაი ფაშაევმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს