ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინიციატივით წელს ფოთი ნახევარმარათონს პირველად უმასპინძლებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური") ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს ფოთი ნახევარ მარათონს პირველად უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მარათონი 15 ივნისს გაიმართება და მასში 300-მდე მსურველი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სამი სხვადასხვა დისტანცია, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით: 5 კმ, 10 კმ, ნახევარ მარათონი (21,097 კმ).

„ღონისძიება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტში ჩართულობის ზრდასა და ტურიზმის გაძლიერებას. მარათონიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://potimarathon.ge/

კომპანიებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ღონისძიების მხარდამჭერები საპრიზო კატეგორიაში, მარათონის საორგანიზაციო გუნდი ღიაა თანამშრომლობისთვის: info@potimarathon.ge.

შემოგვიერთდით 2025 წლის 15 ივნისს - ფოთი სპორტული ღონისძიების მასპინძელია!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია