საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკის, მხატვარ-მონუმენტალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს, ასევე რექტორის სამძიმარს უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეებიც უერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„მწუხარებას გამოთქვამთ სახელგანთქმული მოქანდაკისა და მხატვარ-მონუმენტალისტის, სიკეთით სავსე ადამიანისა და ქველმოქმედის, იუნესკოსა და მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელის, არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორის, 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, წლების მანძილზე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანის - ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო.

მისი ცნობილი მონუმენტები მსოფ­ლი­ოს თვრა­მეტ ქვე­ყა­ნა­ში დგას და დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. თბილისის შემოსასვლელს მისი „წმინდა ნინოს მონუმენტი“, თავისუფლების მოედანს კი - „წმინდა გიორგი“ ქანდაკება ამშვენებს. საქვეყნოდ არის ცნობილი ზურაბ წერეთლის მიერ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა პატივსაცემად, ამერიკელი ხალხისთვის საჩუქრად გადაცემული 30-მეტრიანი სტელა - „გლოვის ცრემლი“, რომელიც „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას. თვალწარმტაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მის მიერ შესრულებული, მოზაიკით მხატვრულად მოპირკეთებული ბიჭვინთის ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლე­ბი, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, თბილისში - პროფ­კავ­ში­რე­ბის სა­სახ­ლე­, ავტოვაგზალი და მრავალი სხვა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ხელოვანის, ზურაბ წერეთლის სახელი და ხსოვნა მუდამ იქნება უკვდავყოფილი მისგან სახსოვრად გადმოცემული, ლითონითა და მინანქრით შესრულებული დიდებული ვრცელი პანოთი - “მეცნიერება”, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მესამე სართულის ფოიეს ამშვენებს და ყველა სტუდენტისა თუ უცხოელი კოლეგისთვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი დიდ ხელოვანს!“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია