საბა სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესზე, სადაც მოსამართლემ 15 წუთით შესვენება გამოაცხადა იმისთვის, რომ დარბაზში ბრალდებულის ოჯახის წევრების შეყვანა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.

საბა სხვიტარიძის ახლობლები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ და მოსთხოვეს, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ "დიდი ოდენობით მობილიზებული პოლიციელები" და მათ ნაცვლად სხდომის ოთახში შეეყვანათ დაკავებულის ახლობლები.

"სხდომათა დარბაზში განთავსებული სკამების ორი-სამი რიგი უკავიათ პოლიციელებს, რისი აუცილებლობაც არ არის", - აცხადებდნენ დაკავებულის ახლობლები.

სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია.

"კონსტრუქციული იყო წინა სხდომები. მესმის მეგობრების, ახლობლების, ისიც მესმის, რომ საქმე სენსიტიურია, ისიც მესმის, იმის ფონზე, რა პრეტენზიებიც საბას გააჩნია, თქვენ გაგაჩნიათ სამართალდამცავი ორგანოების თუ სხვა პირების მიმართ, ძალიან რთულია ემოციების მართვა, ძალიან გთხოვთ, მშვიდ რეჟიმში, ისევე როგორც ვაგრძელებდით, გავაგრძელოთ საქმის განხილვა", - მიმართა მოსამართლემ სხვიტარიძის ახლობლებს და იქვე აღნიშნა, რომ თავს მაქსიმალურად იკავებს, რათა "შესაბამისი ღონისძიება" არ განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ დარბაზში მანდატურის სამსახურის დამატებითი ჯგუფი მიიყვანეს. ისინი პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას.

ამ დროისთვის პროცესი განახლებულია. სასამართლო სხდომაზე ჩვენებას გამომძიებელი სალომეედიშერაშვილი აძლევს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა