საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტში დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

„დედამიწის დღე საერთაშორისო საზოგადოებას ყოველწლიურად ახსენებს, რომ ბუნება და გარემო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიწა, რომელზეც დავდივართ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ და ყოველი ცოცხალი არსება ერთიანობაში ქმნის ჰარმონიულ მთლიანობას, რომელიც სიცოცხლეს გვინარჩუნებს. გარემოს მდგრად დაცვას მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიის სინთეზი უზრუნველყოფს. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ თითოეული ჩვენგანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი თუ სტუდენტი - იყენებს სხვადასხვა პლატფორმას, იმ მიზნით, რომ დაინტერესებულ პირებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების იდეებს გაუზიაროს. ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ გარემო, რაც ნიშნავს სუფთა ჰაერს, უსაფრთხო და სუფთა წყალს, მდიდარ ტყეებს, სიცოცხლით სავსე ოკეანეებს, ზღვებს, ტბებსა და მდინარეებს, სტაბილურ კლიმატს და ჯანსაღ მომავალს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

მათივე ცნობით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობით, ტარდება სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული.

„22 აპრილი შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებისა და გარემოს დაცვა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ყოველდღიური ქცევა გარემოზე და გვაერთიანებს საერთო მიზნისთვის - დავიცვათ პლანეტა და მისი მდგრადი მომავალი. სტუდენტებს, ახალგაზრდებს გაქვთ ძალა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოთ გარემოს დაცვის მიმართულებით. ნარჩენების გადამუშავება, წყლის დაზოგვა, ხის დარგვა, ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება, თუ უბრალოდ ნაგვის აკრეფა - ეს ყოველდღიური ქმედებები, როცა მასში საზოგადოების დიდი ნაწილია ჩართული დიდი ცვლილებების მომტანია. თქვენ უნდა დაიცვათ პლანეტა, რადგან დედამიწა მხოლოდ ჩვენი სახლი არ არის, ის მომავლის იმედიც არის“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, 1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას.

„სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანი ძალით აპროტესტებს. 22 აპრილი, ამ თვალსაზრისით, გამორჩეული თარიღია. ეს დღე 1990 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება და მის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია