ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

ინდოეთის ქაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ინდოეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ინდოეთის ქაშმირის რეგიონში შიდა ტურისტების ჯგუფს ცეცხლის გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ქალაქ პაჰალგამში მოხდა, რომელიც ჰიმალაის მთებში მდებარეობს და ცნობილია როგორც “ინდოეთის შვეიცარია”.

რეგიონის მთავარი მინისტრის, ომარ აბდულას თქმით, “სამოქალაქო პირების წინააღმდეგ თავდასხმა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც ბოლო წლებში გვინახავს”. ანგარიშების ცნობით, დაჭრილთა რიცხვი ძალიან მაღალია, რომელთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელები “კანონის წინაშე პასუხს აგებენ”.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს