საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - მოუთმენლად ველით თბილისში ვიზიტს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში ივნისში საქართველოში მისიის ვიზიტი იგეგმება, რომელსაც მოუთმენლად ველით, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

,,სასიამოვნო იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ თქვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები გლობალური მოვლენების შესახებ და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს ვითარება ჩვენს ჯგუფში შემავალ ქვეყნებზე. განვიხილეთ მეოთხე მუხლი, რომლის ფარგლებშიც ივნისში იგეგმება ჩვენი ვიზიტი თბილისში, რომელსაც მოუთმენლად ველით“, - აღნიშნა იერუნ კლიკმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკს და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეის შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ასევე - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია