როგორია „საქართველოს ბანკის“ მწვანე ინიციატივები

„საქართველოს ბანკისთვის“ გარემოს დაცვა ერთ-ერთი ძირეული ღირებულებაა, რომელიც როგორც ბანკის ბიზნეს მოდელში, ასევე ფინანსური ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში არის ინტეგრირებული.

შესაბამისად, საქართველოს ბანკის მიზანია, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შიდა პროცესებზე, არამედ მომხმარებლებისა და მომწოდებლების მდგრადობაზე. ამ მიმართულებით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს:

გარემოსდაცვითი პოლიტიკები

საქართველოს ბანკში 2012 წლიდან დაინერგა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა, რომლის თანახმადაც, ბანკი იღებს ვალდებულებას, მოახდინოს გარემოსდაცვითი ფაქტორების ინტეგრაცია ბიზნეს სტრატეგიაში, ყოველდღიურ ოპერაციებში, სესხების პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, შემცირება და მონიტორინგი.

ამასთან, საქართველოს ბანკის გუნდმა შეიმუშავა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც ბანკი იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კლიმატურ მიზნებს და ხელი შეუწყოს ბიზნესებს, გახდნენ უფრო მდგრადი.

ორგანიზაციაში ასევე მოქმედებს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მომწოდებელთა ქცევის კოდექსი, რომლის თანახმადაც, ბანკი არა მხოლოდ იღებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით ინიციატივებზე, არამედ იმავეს ელის მომწოდებლებისგანაც.

მწვანე დაფინანსების ლიდერები საქართველოში

გრძელვადიანი ღირებულების შექმნის და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს გარემოსდაცვით და კლიმატურად მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით ინიციატივების იმპლემენტაციას.

სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობის გაზრდის, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ბანკი მომხმარებლებს მწვანე დაფინანსებას სთავაზობს.

ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის გუნდმა პირველი სამიზნე მაჩვენებელი 2023 წელს დაისახა, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის მწვანე დაფინანსება მინიმუმ 875 მილიონ ლარამდე უნდა გაეზარდა.

მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მწვანე პორტფელის მოცულობამ 2024 წლის ბოლოსთვის 1,024 მილიონ ლარს მიაღწია - შედეგებმა სამიზნე მაჩვენებლის 17.1%-ით გადააჭარბა, რაც 36.3%-იან წლიურ ზრდაში აისახა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი ლიდერის პოზიციას იკავებს.

ამჟამად, საქართველოს ბანკის მდგრადობის პორტფელის მოცულობა, რომელიც მწვანე და სოციალურ პროექტებს აერთიანებს, 1,950 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, ბანკის გუნდი მიზნად ისახავს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს მწვანე პორტფელი და უფრო მეტი ინიციატივა განახორციელოს მომავალშიც მდგრადი განვითარების მიმართულებით.

პარტნიორობა გარემოზე ზრუნვისთვის

საქართველოს ბანკში ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. ამ ეტაპზე ხდება 5 სახის სხვადასხვა ნარჩენს სეპარირება და დამუშავება.

მხოლოდ 2024 წელს, საქართველოს ბანკის მასშტაბით 83 ტონაზე მეტი ქაღალდი, 3 ტონაზე მეტი პლასტმასა და 6 ტონაზე მეტი ელემენტი გადამუშავდა. გარემოზე ზემოქმედების კვალის შემცირების მიზნით კი, საქართველოს ბანკი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ტენე“ და „wasteless“.

გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია