იუმორისტი ვასო ფხაკაძე გამოიკითხა

იუმორისტი ვასო ფხაკაძე ადვოკატთან ერთად პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, საქმე ეხება 12 მარტს მომხდარ შემთხვევას. კერძოდ, როგორც ის აცხადებს, ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც მისი მეზობელია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

„თვე-ნახევრის შემდეგ დაგვიბარეს მუქარასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში. დეტალურად მოვუყევი, რა იყო და როგორ იყო. მე მაინტერესებს, ეს ადამიანი, როცა მემუქრებოდა, მარტო იყო თუ არა, რაიმე ნივთი ხომ არ ეჭირა ხელში, რომ მირეკავს, მოდი, გელოდებიო მეუბნება, მემუქრება და ბილწსიტყვაობს, ეს მაინტერესებს. თუ გამოძიებას დაიწყებენ, შესაბამისად, დაადგენენ“, - განაცხადა ფხაკაძემ გამოკითხვის შემდეგ.

ვასო ფხაკაძის ადვოკატის, თორნიკე გიგინეიშვილის თქმით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ შეტანილი საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყებოდა, თუმცა როგორც მათ განუცხადეს, არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს.

„12 მარტის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში მოვედით, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა გამოკითხვის ოქმი და დაიწყებოდა გამოძიება ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე. როგორც აღმოჩნდა, საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არის საკმარისი საფუძველი, რომ დაიწყოს გამოძიება.

ვასომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გაიხსენა ყველა ის ფაქტი, რომელიც ამ პიროვნებასთან აკავშირებს.

დაველოდებით გამოძიება დაიწყება თუ არა“, - განაცხადა ადვოკატმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია