ლევან იოსელიანი - ჯარიმა 5 000 ლარი არის მაღალი ტვირთი და შეუსაბამო სოციალური გარემოსთვის, სადაც გვიწევს ცხოვრება - მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეებმა გაითვალისწინონ გარემოება, რომ 10-22, თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გააჩნია

მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, 10-20 და თუნდაც 50 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვას ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

„5 000 ლარი ჯარიმა არის საკმაოდ მაღალი ტვირთი და შეუსაბამო სოციალური გარემოსთვის, სადაც გვიწევს ცხოვრება. როდესაც ასეთი მაღალი ჯარიმა წესდება, რა თქმა უნდა, ეს არის დამაბრკოლებელი, მათ შორის, ასეთი აქციების მიმართ, რადგან როდესაც ასეთ ჯარიმებს დაგადებენ, ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ.

ვაკვირდები ახლა მიმდინარე აქციებს, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე. 10-20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია. მათ შეუძლიათ აზრი სადღაც გამოხატონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის სიმრავლის გამო იქნება გადაკეტილი, მაშინ იმ ჯარიმის არსებობის წინაპირობაც არ იარსებებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანმა გადაცემაში სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშზე, კერძოდ ამავე წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციების საკითხზე საუბრისას განაცხადა, პროტესტი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, პროტესტის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ხასიათს არ ატარებს, შესაბამისად, „პოლიციის მხრიდან შემცირებულია ეს მოპყრობა“.

ამასთან, ომბუდსმენი აცხადებს, რომ აქციების დროს უამრავი ადამიანი დაზარალდა, ხოლო პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

„ეს არის 2024 წლის ანგარიში და ეხება აპრილი-მაისის აქციებს და არა ნოემბრის აქციებს. თუმცა დიდი სხვაობა არ იყო, ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები, ვიდრე ეს იყო გაზაფხულის აქციებზე.

რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რა თქმა უნდა, ვაფასებთ გამოძიების პროცესს. ფაქტი არის ის, რომ და ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი.

დღევანდელი აქციები პროტესტის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ხასიათს არ ატარებს, რა თქმა უნდა, პოლიციის მხრიდან შემცირებულია ეს მოპყრობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე