სერგეი ლავროვი - კაია კალასმა და მარკ რუტემ პირდაპირ განაცხადეს, რომ მხოლოდ იმ შეთანხმების მხარდაჭერა შეუძლიათ, რომელიც უკრაინას გააძლიერებს, გამარჯვებულს გახდის - არა მგონია, რომ ეს იყოს ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურს

უკრაინის რეჟიმს ევროპული დედაქალაქებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ გსურთ ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელო, მაშინ რა არის თქვენი მიზანი? იცით რა თქვეს კაია კალასმა და მარკ რუტემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ იმ შეთანხმების მხარდაჭერა შეუძლიათ, რომელიც საბოლოო ჯამში უკრაინას გააძლიერებს, გამარჯვებულს გახდის. ასე რომ, თუ ეს არის ცეცხლის შეწყვეტის მიზანი, არა მგონია, რომ ეს იყოს ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროპელებს, ზელენსკისთან ერთად, სურთ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივიდან“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს