„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ზუგდიდში ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმო ცერერამ პურის საცხობი ააშენა. საცხობი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მისი მაქსიმალური წარმადობა დღიურად 10 000 – 12 000 ერთეულია.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად ბანკის ფინანსურ ინვესტიციას წარმოადგენს.

ახალი პროექტის დახმარებით, ზუგდიდში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა — საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდა.

ინფორმაციისთვის, ცერერა 2004 წლიდან ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოს ავითარებს და ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის ფქვილისა და ქატოს რეალიზაციას ახდენს. ამჟამად იგი ყოველთვიურად 2500-3000 ტონა ხორბალს ამუშავებს. კომპანია 2011 წლიდან საქართველოს ბანკის პარტნიორია.

„საქართველოს ბანკის მხრიდან ყოველთვის გულისხმიერ პარტნიორულ დამოკიდებულებას ვიღებდით და ვიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია არაპროგნოზირებად ბაზარზე ისეთი სწორი, სანდო პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია. მიგვაჩნია, რომ ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ბიზნესის სექტორისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, — აცხადებს ცერერას კომერციული დირექტორი, ირაკლი ხაინდრავა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ახალი საწარმო — ცერერას საცხობი გაიხსნა. ჩვენ კომპანიასთან მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. ვაკვირდებით საწარმოს მუდმივ განვითარებასა და ზრდას და მოხარული ვართ, რომ ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია რეგიონებში ახალი პროექტების მხარდაჭერა და მათ შორის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ცერერას საწარმოა. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის ხელშეწყობას“, ­— აცხადებს ზაზა ფიფია, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია