გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის პროექტი - „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ განხორციელდა

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში მოსწავლეებისთვის განხორციელდა ტრენინგი „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომელიც 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის პარტნიორი: „აია ჯესის“, მე-10, 23-ე, 98-ე, 142-ე, 159-ე, 138-ე, 166-ე, 221-ე სკოლების 200-ამდე მოსწავლე დირექტორებთან/ პედაგოგებთან ერთად მონაწილეობდნენ ტრენინგში, რომელსაც ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი - ხოსე რომერო უძღვებოდა.

„ტრენინგზე, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, განიხილეს: რა არის ხელოვნური ინტელექტი; ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორია; როგორ შეიძლება AI-ს სწორად გამოყენება; ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში; ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაზები (AI მომავალში).

მოსწავლეებმა თავადაც შეასრულეს პროფესორის პრაქტიკული დავალებები.

ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გრუნი-ში 2025 წლის მარტში დაარსდა და მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სწავლებასა და სასწავლო და კვლევის პროცესში მის გამოყენებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია