აშშ-მა ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი საწვავის კომპონენტების მიწოდებაში მონაწილეობის გამო 6 ორგანიზაციასა და 6 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანსა და ჩინეთში დაფუძნებულ ექვს ორგანიზაციას და ექვს ფიზიკურ პირს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში მათი მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დასანქცირებული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სახელით ბალისტიკური რაკეტების საწვავის ინგრედიენტებს შეძენაში მონაწილეობდნენ.

„დღევანდელი ზომის სამიზნეა ქსელი, რომელმაც ხელი შეუწყო ჩინეთიდან ირანში ნატრიუმის პერქლორატისა და დიოქტილ სებაკატის შესყიდვას და ხორციელდება შეერთებული შტატების მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის მხარდასაჭერად, რათა შემცირდეს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და ჩაიშალოს IRGC-ის საქმიანობა, როგორც ეს ასახულია პრეზიდენტის 2025 წლის 4 თებერვლის ეროვნული უსაფრთხოების საპრეზიდენტო მემორანდუმში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ვინც ცდილობს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის პროგრესს, მათ შორის საწვავის ინგრედიენტების შესყიდვას, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისთვის გამოიყენება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში